11:25:11     26-09-2017
გარდაბანში სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
გარდაბნის რაიონში უბედურ შემთხვევას 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მამაკაცი სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლის შედეგად დაიღუპა. ინციდენტი ნადირობის შემდეგ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები იარაღს წმენდდნენ, რა დროსაც სიძეს თოფი შემთხვევით გაუვარდა და ტყვია ცოლის ძმას მოხდვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
0