იტალიასა და გერმანიაში ქუთაისის უმსხვილესი დანაშაულებრივი კლანის წარმომადგენლები დააკავეს იტალიასა და გერმანიაში ქუთაისის უმსხვილესი დანაშაულებრივი კლანის წარმომადგენლები დააკავეს />


  14:37:38     25-09-2017

იტალიასა და გერმანიაში ქუთაისის უმსხვილესი დანაშაულებრივი კლანის წარმომადგენლები დააკავეს

a71565.jpg

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ცნობით, პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველების დაჯგუფება დააკავეს. 28 ადამიანი იტალიასა და გერმანიაშია დაკავებული. 

გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლიდან დაჯგუფებას  ტურინის, სავონას, ალესანდრიას, კუნეოსა და პავიას პროვინციებში სულ მცირე 85 სახლი და ოფისი აქვთ გაძარცვული.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, სადაც მოპარული ნივთები საქართველოში გაგზავნამდე ინახებოდა. 

როგორც გამოცემა La Stampa წერს, დაჯგუფება ქუთაისის უმსხვილესი დანაშაულებრივ კლანს წარმოადგენს. 

0

ავტორი: