10:28:31     25-09-2017
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 320-მდე გაიზარდა
![a71532.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71532.jpg)
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 320-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ავარიულ-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ლუის ფელიპე პუენტემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწრა.
როგორც ის აღნიშნავს, მეხიკოს შტატში დაღუპულია 182 ადამიანი, მორელოსში - 73, პუებლაში - 45, ედომექსში - 13, გერეროში - 6, ოახაკაში კი 1.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემმექსიკაში 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ 34 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 4,0 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.