09:38:26     25-09-2017
ქარიშხალ "მარიას" შედეგად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ქარიშხალმა "მარიამ" დომინიკელთა რესპუბლიკაში სულ მცირე 30 ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა.
სტიქიის გამო კუძული ამ დრომდე პარალიზებულია. ბევრ რაიონს არ მიეწოდება სასმელი წყალი, სახლების 90%-ს სახურავი არა აქვს. ქარიშხალმა ქვეყნის პრემიერის რეზიდენციაც დააზიანა.
მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი მარია დომინიკელთა რესპუბლიკის შემდეგ ვირჯინის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
0