23:57:54     24-09-2017
თელავში სამი მამაკაცი სავარაუდოდ თანასოფლელმა დაჭრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში სამი მამაკაცი სავარაუდოდ თანასოფლელმა დაჭრა.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა და ახალგაზრდა მამაკაცმა სამ თანასოფლელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
0