VERSACE- მ 90-იანი წლების სუპერმოდელები ისევ გააერთიანა VERSACE- მ 90-იანი წლების სუპერმოდელები ისევ გააერთიანა />


  11:00:09     23-09-2017

VERSACE- მ 90-იანი წლების სუპერმოდელები ისევ გააერთიანა

a71497.jpg

ჯანი ვერსაჩეს ტრაგიკული გარდაცვალებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავი ჩვენების ფარგლებში პოდიუმზე ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი, კარლა ბლუმი, სინდი კროუფორდი და ჰელენა კრისტენსენი გამოვიდნენ.

ლეგენდარული მოდელებს წინ ცნობილი დიზაინერი დონატელა ვერსაჩე გაუძღვა. იმის მიუხედავად, რომ ნაომი კემპბელი და კლაუდია შიფერი 47 წლისები, ჰელენა კრისტენსენი 48 წლის, კარლა ბლუმი 49-ის, ხოლო სინდი კროუფორდი კი 51 წლისაა სუპერმოდელები კვლავ არაჩვეულებრივ ფორმაში არიან.
აღსანიშნავია, რომ ამავე ჩვენებაში სინდი კროუფორდის 16 წლის ქალიშვილიც მონაწილეობდა. კაია გერბერს, დედის მსგავსად, წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებენ.

0

ავტორი: