მექსიკაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ვერტმფრენი ჩამოვარდა მექსიკაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ვერტმფრენი ჩამოვარდა />


  10:12:51     23-09-2017

მექსიკაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ვერტმფრენი ჩამოვარდა

a71487.jpg

მექსიკის მთავარი პროკურატურის ვერტმფრენი ოაკაჰას შტატში, სან-პედრო-ლეანიას რაიონში ჩამოვარდა.


ვერტფმფრენით მექსიკის დედაქალაქში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდათ. გავრცელებული ცნობით დაღუპულია ერთი ადამიანი. ორმა მფრინავმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო.

19 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსის მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. მექსიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ამ თვეში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
0

ავტორი: