15:05:22     22-09-2017
ინდონეზიაში მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა - ლავის ამოფრქვევის საფრთხე ძალიან მაღალია
![a71451.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71451.jpg)
ბრიტანული გამოცემა INDEPENDENT-ის ცნობით, ინდონეზიაში 5 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა.
კუნძულ ბალიზე აგუნგის კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა. ინდონეზიის გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ლავის ამოფრქვევის საფრთხე ძალიან მაღალია.
სტიქიური საფრთხის ზონა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 6 ათასმა ადამიანმა დატოვა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.
ბოლოს ვულკანი კუნძულ ბალიზე 1963-1964 წლებში ამოიფრქვა, რამაც ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
0