3634 საარჩევნო უბანი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაკომპლექტებულია 3634 საარჩევნო უბანი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაკომპლექტებულია />


  14:54:29     22-09-2017

3634 საარჩევნო უბანი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაკომპლექტებულია

a71450.jpg

3634 საარჩევნო უბანი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაკომპლექტებულია.  საუბნო კომისიებში გამოკრულია საარჩევნო სიებიც. ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრის მონაცემებით, 3 442 455 ამომრჩეველია. 

ცესკოს მიმართავს ამომრჩეველს, რომ საკუთარი თავი გადაამოწმონ საარჩევნო სიაში.

ამომრჩეველს საარჩევნო უბანთან ერთად, გადამოწმების შესაძლებლობა აქვს ელექტრონულად, ცესკოს ვებ გვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში ჩატვირთულ სპეციალურ აპლიკაციაში. 

საარჩევნო სიაში თუ ამომრჩეველი არ აღმოჩნდება, ამის შესახებ შესაძლებელია 3 ოქტომბრამდე საუბნო კომისიას წერილობით მიმართოს. 0

ავტორი: