თურქეთის სანაპიროებთან მიგრანტების კატერი ჩაიძირა თურქეთის სანაპიროებთან მიგრანტების კატერი ჩაიძირა />


  12:04:12     22-09-2017

თურქეთის სანაპიროებთან მიგრანტების კატერი ჩაიძირა

a71431.jpg

თურქეთის სანაპიროებთან არალეგალი მიგრანტების კატერის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ინციდენტი ქოჯაელის პროვინციის ქეფქენის რაიონში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სანაპირო დაცვამ 38 მიგრანტი გადაარჩინა, დაკარგულთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

არალეგლაები თურქეთს ხშირად იყენებენ, როგორც ტრანზიტულ ტერიტორიას ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

 როგორც წესი, მიგრანტები ცდილობენ ეგეოსის ზღვით  საბერძნეთში მოხვდნენ, შავი ზღვის სანაპიროს გავლით კი საბერძნეთსა და რუმინეთში შეღწევას ცდილობენ. 0

ავტორი: