14:14:50     21-09-2017
„გაზპრომი“ - კახა კალაძის მიზანმიმართული დისკრედიტაცია თუ პარლამენტის რეგლამენტის ვალდებულება?

საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ კახა კალაძის მისამართით მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი, პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმზე ოფიციალურად გადასვლა და მუშაობის დროებით შეჩერება რეგლამენტით არის გათვალისწინებული.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ეჭვობენ, რომ ამით მმართველი გუნდი შეეცადა, წინასაარჩევნოდ კახა კალაძისთვის უხერხული კითხვები თავიდან აეცილებინა. პარლამენტს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე უნდა ემსჯელა, რაც „გაზპრომის“ თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდება, თუმცა ოპოზიციის მოულოდნელად, მოულოდნელად, გუშინ მმართველმა გუნდმა წინა საარჩევნო რეჟიმზე გადასვლა გამოაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამ ქმედებით მმართველი გუნდი შეეცადა წინასაარჩევნოდ კახა კალაძისთვის უხერხული კითხვები აეცილებინა.
„პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარ ვალდებულებად არ მიაჩნია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხის გაცემა და ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვა. ფაქტობრივად, მათ ვალდებულებად მიაჩნიათ საკუთარი თანაგუნდელისთვის, ბატონი კახი კალაძისთვის, რომელიც დღეს თბილისის მერობის კანდიდატია, უსიამოვნო შეკითხვებზე პასუხის გაცემისთვის თავის არიდება.
საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან სერიოზულ პლატფორმას იქმნის ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ "გაზპრომის" ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კახა კალაძე არის თბილისის მერობის ყველაზე ძლიერი და რეალური კანდიდატი, რომელიც არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.
„ეს იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ამიტომ გადაწყვიტა, ამ იაფფასიანი მეთოდებით ჩვენს კანდიდატზე შეტევა მიიტანოს. ამიტომ მე მათ ვურჩევ, რომ ასეთი მეთოდების გამოყენებას, მათ ურჩევიათ რეგლამენტის ის ნორმა კიდევ ერთხელ გადაიკითხონ და გაიხსენონ, მათ შორის, წინასაპარლამენტო გადაწყვეტილებები," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
0