11:25:48     21-09-2017
"მარგველაშვილმა საქართველოს ერთიანობის მტრებს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა"

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს "საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის" საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი ანდრიაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართა, სადაც იგი საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთხოვს.
"სამწუხაროდ, იძულებული გავხდი მომემართა თქვენთვის, ვინაიდან, ამოვწურე ყველა კანონიერი მცდელობა, ინფორმაცია მიმეღო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულების შესახებ. გთხოვთ, გამოითხოვოთ იმ პირთა მონაცემები, ვისაც ამ პერიოდში ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა. ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი, იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას," -წერია მიმართვაში, თუმცა ვის გულისხმობს საქართველოს ერთიანობის მტრებში, არ აკონკრეტებს.
0