"საქართველოში ათჯერ მეტი ხალხი დამხვდება, ვიდრე უკრაინაში" "საქართველოში ათჯერ მეტი ხალხი დამხვდება, ვიდრე უკრაინაში" /> "/> " />


  10:10:34     21-09-2017

"საქართველოში ათჯერ მეტი ხალხი დამხვდება, ვიდრე უკრაინაში"

a71355.jpg

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინული ტელემაუწყებლობა NewsOne-ის ეთერში განცხადებას აკეთებს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას საქართველოში ათჯერ მეტი ხალხი დახვდება, ვიდრე უკრაინაში. 

"რომ ყვირიან, გაარღვიაო საზღვარი, არაფერი გამირღვევია, თუ საჭირო გახდება, საქართველოშიც ასე ჩავალ. აქ უამრავი ხალხი დამხვდა და დამიჯერეთ, საქართველოში ამაზე ათჯერ მეტი დამხვდება, თან მათი ხელისუფლება უკრაინისაზე ბევრად სუსტია, მაგრამ მე, ამ ეტაპზე უკრაინელი ხალხის წინაშე ავიღე ვალდებულება. მე მიყვარს ეს ქვეყანა. ახლა უკვე სამმაგად მმართებს უკრაინელი ხალხის, რომლებმაც უბრალოდ ხელში ამიყვანა და აქ მომიყვანა. ასე რომ, უკანასკნელი ნაბიჭვარი ვიქნები, ამ ბრძოლის ველიდან რომ გავიქცე. ყოველთვის მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე გავწირო, რადგან ასეთია ჩემი ცხოვრება - ფარით ან ფარზე", - აღნიშნავს სააკაშვილი.

0

ავტორი: