პარლამენტში პლენარული სხდომები ერთი თვის განმავლობაში არ იმართება პარლამენტში პლენარული სხდომები ერთი თვის განმავლობაში არ იმართება />


  09:12:35     21-09-2017

პარლამენტში პლენარული სხდომები ერთი თვის განმავლობაში არ იმართება

a71350.jpg

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პლენარული სესია არ გაიმართება. როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ, სხდომის დასრულებისას განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა საარჩევნო რეჟიმზე გადადის, რეგლამენტის შესაბამისად, პლენარული სხდომები ერთი თვის განმავლობაში არ იმართება.

„რეგლამენტის თანახმად, საარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. როგორც წესი, ერთი თვის განმავლობაში არჩევნებამდე პარლამენტის სხდომები არ იმართება. შესაბამისად, ხუთშაბათს პარლამენტის სხდომა არ ჩატარდება. წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნება მორიგი ან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომები", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.
0

ავტორი: