პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონპროექტი მიიღო პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონპროექტი მიიღო />


  16:43:30     20-09-2017

პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონპროექტი მიიღო

a71338.jpg

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე და ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება.

შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება ”განსაკუთრებულ შემთხვევებზე”, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

როგორც ცნობილია, პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიღებული კანონით, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმი დაწესდა.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია. 0

ავტორი: