16:17:41     20-09-2017
ირაკლი კობახიძე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშს ”უპასუხისმგებლოს” უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე დეპუტატების მხრიდან სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშს ”უპასუხისმგებლოს” უწოდებს.
”როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებული ვარ გამოვეხმაურო ამ საკითხს. საქმე ეხება ჩვენს დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს. შემიძლია აღვნიშნო, ამ დასკვნიდან სულ მცირე იკითხება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქმისადმი. არ არის შესწავლილი ფაქტები, არ არის შესწავლილი გარემოებები და ცდილობენ ჩირქი მოაცხონ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რაც არ არის, ბუნებრივია, დადებითად შესაფასებელი ჩვენი მხრიდან”, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.