15:47:08     20-09-2017
ევაკუაცია ლონდონის ცენტრში
ლონდონის ცენტრში ლივერპულის ქუჩიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
მიზეზი საეჭვო პაკეტი გახდა, რომელიც სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. სადგურის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა გამნაღმველები და კრიმინალური სამსახური გამოიძახეს, თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ შეფუთვა საფრთხის შემცველი არ იყო. პოლიციამ ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული კორდონი უკვე მოხსნა.