14:26:43     20-09-2017
ტრამპი: "ღმერთმა დალოცოს მეხიკოს მოსახლეობა, თქვენს გვერდით ვართ"
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ეხმაურება.
„ღმერთმა დალოცოს მეხიკოს მოსახლეობა, თქვენს გვერდით ვართ“- განაცხადა ტრამპმა.
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა დღეს მოხდა. დაინგრა შენობები, გზები და ესტაკადები. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა კი უკვე 250-ს მიაღწია.
0