ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი გმობს მუხთარლის თბილისში გატაცებას ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი გმობს მუხთარლის თბილისში გატაცებას />


  13:41:11     20-09-2017

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი გმობს მუხთარლის თბილისში გატაცებას

a71318.jpg

კომიტეტი 2017 წლის 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებას და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანას გმობს, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ვიღებთ მხედველობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პირველ ზომებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო თანამდებობის პირების გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს საქმე ზედმიწევნით და ეფექტურად იქნას გამოძიებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა დღეს განცხადება მიიღო. მასში სხვადასხვა საკითხია შეფასებული. ასევე დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს.

0

ავტორი: