13:23:23     20-09-2017
„გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრობლემაზე ღიად საუბარი, აშშ-ის მხარდაჭერის დამსახურებაა“

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დებატების გახსნის დღეს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე მსოფლიო ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრობლემაზე ღიად საუბარი, შეერთებული შტატების მხარდაჭერის დამსახურებაა.
„რუსეთმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ დასავლეთის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი რჩება ძალიან აქტიურად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შედეგი იმის, რომ საქართველოში ვიზიტით იყო ამერიკის ვიცე პრეზიდენტი, ეს არის შედეგი იმის, რომს საქართველოს ჰყავს სტრატეგიული მოკავშირეები, რომლებიც მიუხედავად იმისა საქართველოს ესა თუ ის ხელისუფლება რამდენად აქტიურად ახორციელებს დიპლომატიურ ძალისხმევას, მხარს უჭერენ მყარად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
0