„ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, გამოიჩინოს გონიერება ან დარჩეს საკუთარ ახირებულ პოზიციაზე“ „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, გამოიჩინოს გონიერება ან დარჩეს საკუთარ ახირებულ პოზიციაზე“ />


  12:33:45     20-09-2017

„ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, გამოიჩინოს გონიერება ან დარჩეს საკუთარ ახირებულ პოზიციაზე“

a71310.jpg

„ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, გამოიჩინოს გონიერება და განაახლოს დიალოგი ან დარჩეს საკუთარ ახირებულ პოზიციაზე და ქვეყანას დაუტოვოს კონსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეფერხება იქნება დემოკრატიის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ისე წარმართა პროცესები, რომ არ ითვალისწინებს ქართული საზოგადოების მოთხოვნებს.

„მან არ გაითვალისწინა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი, რომ ფართო ჩართულობით იქნებოდა საკონსტიტუციო ტექსტი შედგენილი. 
ჩვენ ერთიანი პოზიციის დაფიქსირებით, ვეხმიანებით საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას და ვაფიქსირებთ, რომ პოლიტიკური სპექტრი გარდა „ქართული ოცნებისა“, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვართ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, შევთანხმდეთ ერთიან პრინციპებზე, რასაც კონსტიტუცია უნდა არეგულირებდეს. სწორედ ეს არის ის, რისი დარეგულირების მოთხოვნაც არასებობს. 

„ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, გამოიჩინოს გონიერება და განაახლოს დიალოგი ან დარჩეს საკუთარ ახირებულ პოზიციაზე და ქვეყანას დაუტოვოს კონსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეფერხება იქნება დემოკრატიის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 0

ავტორი: