„ქართუ ბანკის“ ოფისიდან გამოსულმა სუს-ის თანამშრომელმა სახეში დამარტყა ხელი“ „ქართუ ბანკის“ ოფისიდან გამოსულმა სუს-ის თანამშრომელმა სახეში დამარტყა ხელი“ />


  12:22:29     20-09-2017

„ქართუ ბანკის“ ოფისიდან გამოსულმა სუს-ის თანამშრომელმა სახეში დამარტყა ხელი“

a71307.jpg

„ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც საკრებულოს წევრ მარიკა დათუკიშვილს გუშინ „ქართუ ბანკთან“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

დათუკიშვილის ინფორმაციით, მას ფიზიკურად სუს-ის თანამშრომელი, ბესო ცეცხლაძე გაუსწორდა.

„ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი გახლავთ ბესო ცეცხლაძე, რომელიც იყო ყოფილი კუდ-ის თანამშრომელი, შემდეგ გარკვეული დარღვევების გამო ამ ადამიანს აღკვეთის ღონისძიებაც კი ჰქონდა შეფარდებული. ახალი ხელისუფლების პირობებში, დღეს, ეს ადამიანი გახლავთ სუს-ის მოქმედი თანამშრომელი და გუშინ „ქართუ ბანკის“ ოფისიდან გამოსულმა სუს-ის თანამშრომელმა მე საკრებულოს წევრ მარიკა დათუკიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, სახეში დამარტყა ხელი. ეს ადამიანი აუცილებლად მოხდება გისოსებს მიღმა,“- განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

0

ავტორი: