ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო />


  12:09:28     20-09-2017

ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

a71306.jpg

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ფონდი “იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. 

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

0

ავტორი: