BBC-ის ცნობით, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა140-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ საათში ერთხელ იზრდება. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის სკოლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 22 მოზარდი.
საცხოვრებელი შენობების და ინფრასტრუქტურის ნაწილი განადგურებულია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 4 მილიონამდე ადამიანი.
მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
0