უკრაინაში სამხედრო წრთვნებს აპროტესტებენ უკრაინაში სამხედრო წრთვნებს აპროტესტებენ />


  10:55:32     13-05-2011

უკრაინაში სამხედრო წრთვნებს აპროტესტებენ

a5868.jpg

უკრაინაში სამხედრო სკანდალი გრძელდება. უკრაინის უმაღლესმა რადამ უცხო ქვეყნის სამხედროებს ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო წრთვნებში მონაწილეობის მიღების ნება დართო. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების წრთვნებში მონაწილეობას 269 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

2011 წელს, უკრაინაში ერთბაშად რამდენიმე სახის სწავლება გაიმართება, მათ შორის უკრაინულ-ამერიკული, უკრაინულ-რუსული, უკრაინულ-ამერიკულ-პოლონური და სხვა სწავლებები.

ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის რიგი პოლიტიკური ძალების თუ უბრალო მოქალაქეების, განსაკუთრებით ყირიმელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ცნობილია, რომ 2009 წელს, პარლამენტმა სამხედრო ძალები ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაუშვა, ხოლო შემდეგი წლების განმავლობაში, ნატოს საწინააღმდეგო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.

ამჟამად, უკრაინის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები სახელმწიფოს მეთაურის მიერ წარდგენილი სპეციალური კანონის მიხედვით დაიშვებიან.
0

ავტორი: