10:35:16     19-09-2017
აშშ ავღანეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის
აშშ ავღანეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის. უმრავლესობა დანიშნულების ადგილზე უკვე გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა გაავრცელა.
გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთის შესახებ სტრატეგია გაასაჯაროვა, რომელიც აღნიშნულ ქვეყანაში ამერიკული კონტინგენტის გაზრდას ითვალისწინებდა.
პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე, დონალდ ტრამპი თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ხშირად მოუწოდებდა, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისკენ. თუმცა გასულ თვეში ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ამ ქვეყანაში ტერორისტების დამარცხებამდე დარჩებიან.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში უკვე 16 წელია იმყოფებიან. ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერასთან ერთად, ისინი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობენ. ავღანეთის მთავრობა სრულად მხოლოდ ტერიტორიების ნახევარს აკონტროლებს.
0