სომესტერ მოემი საკუთარმა ბიძამ ენაბლუ გახადა სომესტერ მოემი საკუთარმა ბიძამ ენაბლუ გახადა />


  00:13:55     13-05-2011

სომესტერ მოემი საკუთარმა ბიძამ ენაბლუ გახადა

a5863.jpg

„- ამას წინათ მეტად საოცარი რამ გავიგე და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, მათთვისაც გამეზიარებინა იგი. ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ თქვენ არც წერა და არც კითხვა არ შეგიძლიათ…

 

ღვთისმსახურის სახეზე უხერხულობის ნიშანწყალიც კი არ შეიმჩნეოდა, შემდეგ გადაწყვიტა თავი გაემართლებინა: „ბოლო მღვდელმა იცოდა ამის შესახებ, ბატონო. მეუბნებოდა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მსოფლიოში საკმარისზე მეტი განათლება იყო, რაც მის გემოვნებას აკმაყოფილებდა. ჩემი აზრით ეს ახალგაზრდები დროს უქმად კარგავენ კითხვაში, როდესაც გარშემო ამდენი სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლება.  

 

– და არასოდეს გინდოდა ახალი ამბების გაგება?  წერილის დაწერაც არ დაგჭირვებია?

– არა, თქვენო უწმინდესობავ, მის გარეშეც იოლად გავდივარ. ამ ბოლო წლებში გაზეთების დასურათებაც დაიწყეს და ისედაც კარგად ვიგებ რა ხდება ქვეყანაზე“.

 

ასე გადმოსცემდა XIX საუკუნის მწერალი, სომესტერ მოემი იმ პრობლემას, რაც სოციალურად დაბალ ფენებში გაუნათლებლობის პრობლემას გულისხმობს. თავად ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა და, რომ არა მშობლების წინასწარ მოფიქრებული გადაწყვეტილება, ისიც იმ ადამიანთა კატეგორიაში დარჩებოდა, რომელშიც იყო მისი ერთ–ერთი გმირი, მოთხრობიდან „ღვთისმსახური“.

 

ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და რომანისტი, უილიამ სომერსეტ მოემი 1874 წელს საფრანგეთში დაიბადა. მშობლებმა, მისი დაბადების ადგილზე წინასწარ იზრუნეს. მათი სურვილი იყო, ბავშვი  პარიზში, ბრიტანეთის საელჩოს ტერიტორიაზე გაჩენილიყო, რათა ლეგალურად, გეოგრაფიისდა მიუხედავად, ის ბრიტანეთში დაბადებულიყო.

 

მოემის მამა, საელჩოს რიგითი თანამშრომელი იყო, საკმაოდ დაბალი და შეუხედავი. დედა კი – განთქმული ლამაზმანი. მოემისთვის საუბედუროდ, მას მამის სიმაღლე და შესახედაობა დაჰყვა, რაც მის ცხოვრებისეულ უბედურებათა სერიაში, მხოლოდ პირველი იყო. მოემს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, რას აისახა კიდეც მის შემოქმედებაში.

 

ყველაზე საშინელი მისთვის, დედის დაკარგვა იყო რვა წლის ასაკში, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა. მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში, მას დედის სურათი სასთუმალთან ედო და უკვე მოხუცებულობის ჟამს უთქვამს კიდეც, რომ ამ ფაქტს ვერასდროს გადაიტანდა.

 

დედის გარდაცვალების შემდეგ, მოემი დეპრესიული ბავშვი გახდა, წერდა ჩანაწერებს და ნაკლებად კონტაქტობდა თანატოლებთან. ცდილობდა, დედის დაკარგვით გამოწვეული სევდა, მის ნაწერებში აესახა. ვერავინ იტყვის, რომ უდიდესი დრამატურგის შემოქმედება, ბავშვობაში, მცირე ჩანაწერებით „ვარჯიშის“ დამსახურებაა, თუმცა კალმის „მართვის“ ხელოვნების ფლობაში, მწორედ სისტემატიური წერა დაეხმარა.  

 

1886 წელს, მოემის მამის გარდაცვალების შემდეგ, ის  საცხოვრებლად ინგლისში გაგზავნეს. სწორედ ამის შემდეგ იწყება მომავალი მწერლის შემდეგი დეპრესიული ცხოვრება. ინგლისურად აღზრდის მიუხედავად, ის ამ ენას ვერ ფლობდა. საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემას, დაემატა მისი ბიძის დაუნდობელი ხასიათი.

 

ბიჭს, რომელსაც მანამდე ფრანგულში მეტყველების არანაირ დეფექტი არ ემჩნეოდა, უეცრად ენაბლუობა დასჩემდა, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. მოემი სახლშიც და კინგის სკოლაშიც, საკუთარი სიდაბლისა და ენაბლუობის გამო, საშინლად იჩაგრებოდა. თუმცა აქ მან სწრაფად განივითარა სხარტი ენამწარეობის ტალანტი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აზრის გამოთქმა საკმაოდ უჭირდა.

 

თექვსმეტი წლის ასაკში, მას ნება დართეს, გერმანიაში გამგზავრებულიყო, სადაც ის ლიტერატურასა და ფილოსოფიას სწავლობს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. მძიმე ბავშვობამ, გენიოსი მწერლის ცხოვრებას, მძიმე კვალი დაამჩნია. ის ქალებთან კონტაქტს გაურბოდა და სწორედ სტუდენტობის დროს დაიწყო ურთიერთობა, თავის პირველ ჰომოსექსუალ პარტნიორთან.

 

მოემისთვის, გერმანიაში გატარებული წლები შემოქმედებითად არცთუ ნაყოფიერი გამოდგა, რამაც მწერალი აიძულა, ინგლისში დაბრუნებულიყო. ლონდონში ის  მედიცინის შესწავლას შეუდგა და კვალიფიკაცია სენტ-ტომასის ჰოსპიტალში გაიარა.  

სწორედ ამ ამ პერიოდში წერს ის თავის პირველ რომანს, „ლიზა ლამბერტელი“, რომელშიც ისტ-ენდის ღატაკ უბანში, სამედიცინო სტუდენტის საკუთარ გამოცდილებას აღწერს.

 

მოემს პირველმა წიგნმა პოპულარობა მოუტანა. ის არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს მუშაკებში გავრცელდა, არამედ მთელ ლონდონში და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.  მოუხედავად იმისა, რომ მწერლის ცხოვრება სასიკეთოდ შემობრუნდა, არც დაუნდოებლი ბიძა აწუხებდა და არც გაჭირვება, მის ცხოვრებას მაინც დეპრესიული ფონი გასდევდა. ამის მიზეზი დედა იყო, რომლის გარდაცვალებაც რამდენიმე წლის შემდეგაც ისეთვე მტკივნეული იყო, როგორიც 8 წლის ასაკში.  ამის გამო მან დაწერა რომანი „დედა“, სადაც მისი ცხოვრების დეტალებია ასახული.

 

დრამატურგის ცხოვრება წინ მიდიოდა, იღებდა საყოველთაო აღიარებას, რომანს რომანზე წერდა და საზოგადოების აპლოდისმენტების მოლოდინში, მორიგ ნაწარმოებზე ფიქრს იწყებდა. „უცნაურია, როგორ მოგდის იდეები, როდესაც სულ არ ელი მათ“– წერს მოემი თავის ერთ–ერთ ნაწარმოებში. იდეების ნაკლებობას, ის არასდროს განიცდიდა.

 

მისი შემოქმედება, მოთხრობებისა და დრამატული ნაწარმოებების სახით, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. „წმინდანის ქმნილება“ „ორიენტირები“, „გმირი“, „მისის კრედოკი“ „კარუსელი“, „თეატრი“ და სხვა რომანებს, მთელ მსოფლიოში კითხულობენ.

 

ბავშვობაში საზოგადოების მიღმა მყოფი, მოგვიანებით კი, მსოფლიოს მიერ აღიარებული მწერალი 1965 წელს გარდაიცვალა ნიცაში. ის მსოფლიო მასშტაბით, 1930–იანი წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერალი იყო. ამჟამად, კი მისი შემოქმედება ფასდაუდებელია – ასე აფასებენ ობოლი ბიჭის წარმატებულ შემოქმედებას მსოფლიო ლიტერატორები.

0

ავტორი: