12:13:07     18-09-2017
რუმინეთში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოყვა
![a71179.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71179.jpg)
რუმინეთში ძლიერი შტორმის გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა. უამინდობას 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 70 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა.
ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი ტიმიშოარა, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს არ მიეწოდებათ დენი და წყალი.
როგორც მოქალაქეები ამბობენ, ისინი შტორმის მოახლოების შესახებ არავინ გააფრთხილა.
მეტეოროლოგების თქმით, ამჟამად შტორმი უკრაინას უახლოვდება. შედეგად 6 ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარის სიჩქარემ 100 კმ-ს გადააჭარბა. სტიქიამ დააზიანა ავტომობილები, სახლებს გადახადა სახურავები. მოგლიჯა მცენარეები და სარეკლამო ბანერები.
0