ნიკოლას მადურო - მგონია, რომ სტალინს ვგავარ ნიკოლას მადურო - მგონია, რომ სტალინს ვგავარ />


  11:11:34     18-09-2017

ნიკოლას მადურო - მგონია, რომ სტალინს ვგავარ

a71166.jpg

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მიიჩნევს, რომ გარეგნულად იოსებ სტალინს ჰგავს.

მან ეს განცხადება ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გააკეტა. „მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარიბის ზღვის რეგიონის სტალინს მიწოდებენ და მე მართლაც ვგავარ. შემომხედეთ პროფილში, სარკეში რომ ვიყურები, მეც მგონია, რომ სტალინს ვგავარ”, - განაცხადა ვენესუელას პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის შეცვლის გამო, ვენესუელაში უკვე რამდენიმე თვეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

0

ავტორი: