10:51:09     18-09-2017
აშშ-ში ახალი შტორმი „მარია“ მძვინვარებს
![a71165.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71165.jpg)
ატლანტის ოკეანეში ტროპიკულმა შტორმი „მარია“ მძვინვარებს. მან პირველ კატეგორიას მიაღწია და კარიბის აუზში, მცირე ანტილის კუნძულებისკენ მიიწევს.
სინოპტიკოსების ცნობით, ქარიშხალი ამ დროისთვის ბარბადოსიდან 225 კილომეტრის მოშორებით გადაადგილდება.
ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს შეადგენს, თუმცა კუნძულებთან მიახლოებასთან ერთად, ქარიშხლის სიმძლავრე მოიმატებს და, შესაძლოა, მეოთხე კატეგორიასაც მიაღწიოს.
უახლოეს საათებში, ის ბაჰამისა და ბერმუდის კუნძულებს, შემდეგ კი პუერტო რიკოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს.
როგორც სინოპტიკოსები ამბობენ „მარიას“ ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის აუზის კუნძულებს ემუქრება. ცენტრის ცნობით, „ლი" რესპუბლიკა კაბო-ვერდეს კუნძულებთან მდებარეობს. ქარის მაქსიმალური სიჩქარე 64 კმ/სთ-ს აღწევს.ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე“ მძვინვარებს.
მანამდე რეგიონს ქარიშხალმა „ირმამ“ უდიდესი ზიანი მიაყენა. ქარიშხლის გამო, 8 სექტემბერს ფლორიდის შტატიდან 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას კარიბის აუზის კუნძულებზე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
0