ერთობლივი სამხედრო წვრთნები - რისთვის ემზადება აშშ? ერთობლივი სამხედრო წვრთნები - რისთვის ემზადება აშშ? />


  09:13:46     18-09-2017

ერთობლივი სამხედრო წვრთნები - რისთვის ემზადება აშშ?

a71162.jpg

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. მასში ამერიკული ატომური ავიამზიდებიც მიიღებენ მონაწილეობას.

სწავლების მიზანია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების განეიტრალება.

თეთრი სახლი იუწყება, რომ აშშ-ის ლიდერმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის მიმართულებით მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, სიტუაცია სატელეფონო საუბრისას განიხილეს და შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

12 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე დაწესდა. 0

ავტორი: