22:37:10     17-09-2017
საზარელი შემთხვევა ბაღდათში - დედისთვის ნასროლი ტყვიით შვილმა მამა მოკლა
ბაღდათის რაიონში საზარელი მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ცნობით, შვილმა სანადირო თოფით მამა მოკლა, დედა კი დაჭრა. როგორც ირკვევა, შვილმა თოფი დედას ესროლა და ტყვია მამას მოხვდა.
|
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111 -108 მუხლით მიმდინარეობს.
შვილის მიერ დაჭრილი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ექიმების ინფორმაციით, 70 წლამდე ქალს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
0