12:24:15     15-09-2017
პარიზში შეიარაღებული თავდამსხმელი სამხედრო მოსამსახურეს თავს დაესხა

მორიგი ინციდენტი პარიზში.
დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი თავს სამხედრო მოსამსახურეს დაესხა. ინციდენტი მეტროსადგურ „შატლესთან“ მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
სამხედროებმა თავდამსხმელი განაიარაღეს. თავდასხმის მოტივი უცნობია.