16:36:45     14-09-2017
ელტონ ჯონი: ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას! შეგხვდებით ძალიან მალე!

საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი „ფეისბუქის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
„ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო. დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ის მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ გადავდეთ კონცერტები შემდეგი წლისთვის და ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, შეგხვდებით ძალიან მალე!“ - წერს ელტონ ჯონი.
როგორც კომენტარშია აღნიშნული, ელტონ ჯონის 16 და 17 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ ჩანიშნული კონცერტები 2018 წლის 30 ივნისისა და 1-ელი ივლისისთვის გადაიდო.
0