14:44:30     14-09-2017
რუსეთი ბელარუსში სადაზვერვო ომის თამაშებს იწყებს

რუსეთმა და ბელორუსმა ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები, რაც კი 2014 წლიდან უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის პერიოდში განხორციელებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაახლოებით 12,700 ჯარისკაცი მონაწილეობს აღნიშნულ წვრთნებში.უკრაინის პრეზიდენტი გაფრთხილებას ავრცელებს, იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს წვრთნები იყოს წინასწარი შეჭრა უკრაინაში. რუსულმა სამხედრო წვრთნებმა დაძაბულობა გაზარდა. უკრაინაში შიშობენ, რომ რუსული სპეცსამსახურების თავდასხმა მოხდება.კიევმა უკრაინის საზღვრებზე უსაფრთხოება გააძლიერა.
რუსული ძალები ბელორუსში განლაგებულნი არიან, რათა გააძლიერონ ამბოხი.
„მთავარი მიზანია ორი ქვეყნის სამხედრო შტაბის რეალურ საბრძოლო სცენარში ინტეგრირება. ადგილზე მობილიზებულია 7,200 ბელორუსი და 5,500, რუსი ჯარისკაცი“- აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთთან მჭიდრო კავშირები გააჩინა.
0