12:12:40     14-09-2017
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალები უფრო ინტერესდებიან სექსით, ვიდრე მამაკაცები

ბრიტანეთის სექსუალური დამოკიდებულების საბჭოს ცნობოთ, ქალები უფრო ინტერესდებიან სექსით, ვიდრე მამაკაცები.დასკვნები ეფუძნება დაახლოებით 5,000 მამაკაცისა და 6,700 ქალთა გამოცდილებას.
„ზოგისთვის სექსი, ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა, ზოგისთვის კი ტკივილი და უბედურებაა"-ამბობენ დიდი ბრიტანეთის მკვლევარები.საერთო ჯამში, მამაკაცთა 15%-მა და ქალთა 34%-მა გამოკითხულთა თქმით, წინა წლებთან შედარებით სექსუალური ინტერესი დაკარგეს.
მამაკაცებისთვის, 35-44 წლის ასაკში ყველაზე მაღალი იყო ინტერესი, ხოლო ქალთათვის ეს მაჩვენებელი 55-დან 64-მდე იყო.ცუდი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ცუდი კომუნიკაცია და ემოციური კავშირი სექსის დროს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მამაკაცებმა დაკარგეს ინტერესი სექსის მიმართ.
ბრიტანეთში სექსუალური შეხედულებებისა და ცხოვრების წესების ეროვნული კვლევის დროს აღმოაჩინეს, რომ მათი პარტნიორისთვის „ყოველთვის ადვილია საუბარი სექსზე", ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ არ გააჩნდათ ინტერესი.თუმცა, ვისაც პარტნიორთან ჰქონდა სექსუალური სირთულეები და მათთვის, ვინც ნაკლებად ბედნიერი იყო მათ ურთიერთობაში, ამბობდნენ, რომ ზოგიერთ ეტაპზე სქესობრივი ინტერესი დაკარგა.
პროფესორი ამანდა მაიორი ამბობს: "სექსი ძალიან პირადი საქმეა და ამაზე ლაპარაკი შეიძლება იყოს უხერხული, მაგრამ საუბარი ხშირად არის საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი სქესობრივი ცხოვრება".
0