10:43:11     12-05-2011
სატაცური ნიგვზით
მასალა:
სატაცური - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2-3 კბილი
ძმარი, ქინძი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
ტყის ან მინდვრის მწვანე, ახალი სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ მოხარშულ გაწურულ სატაცურში.
0