ჟან-კლოდ იუნკერმა ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა />


  13:33:32     13-09-2017

ჟან-კლოდ იუნკერმა ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა

a70985.jpg

ჟან-კლოდ იუნკერი ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა და თურქეთის ხელისუფლებას მედიის წარმომადგენლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „ჟურნალისტების ადგილი ნიუსრუმებშია და არა ციხეებში“, - აღნიშნა მან.

იუნკერმა ასევე ისაუბრა, კიბერშეტევების საფრთხეებზე, მისი აზრით, კიბერშეტევა უფრო საშიშია ქვეყნის დემოკრატიისთვის, განვითარებისთვის, ეკონომიკისა და სტაბილურობისთვის, ვიდრე იარაღი და ტანკი.

შეგახსებეთ,რომ იუნკერი ევროპარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა და თავის გამოსვლაში კიბერუსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა. "ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

იუნკერმა ორგანიზაციის გაფართოების პერსპექტივებესაც შეეხო. „ ჩვენ უნდა მივცეთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს გაფართოების პერსპექტივა. ნათელია, რომ ამ მანდატის დროს ორგანიზაციის გაფართოება არ მოხდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება, როცა 27 -ზე მეტ სახელმწიფოს გააერთიანებს"- განაცხადა ჟანკლოდ იუნკერმა. 0

ავტორი: