ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს ტურიზმზე 10 გადაცემას ამზადებს ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს ტურიზმზე 10 გადაცემას ამზადებს />


  12:48:36     13-09-2017

ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს ტურიზმზე 10 გადაცემას ამზადებს

a70981.jpg

ესტონეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გადაცემას ამზადებს.

თითო გადაცემა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაეთმობა და ერთსაათიანი იქნება.
ესტონელი ჟურნალისტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან.

ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს: ველოტურში, რაფტინგსა და პარაპლანით ხტომაში, რუსთავის ავტოდრომზე კი დაესწრნენ რბოლას. გადამღები ჯგუფის წევრებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. ესტონელმა ჟურნალისტებმა გიორგი ჩოგოვაძესთან ინტერვიუ ჩაწერეს. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები აჭარას მოინახულებენ და შავი ზღვის კურორტების პოტენციალს გაეცნობიან. საქართველოს შესახებ გადაცემებს ესტონელი მაყურებელი სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით იხილავს.

0

ავტორი: