12:26:46     13-09-2017
ფოთში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა
ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით მცირეწლოვანმა ბავშვმა მწერებისგან დამცავი ბადე გამოაღო, რომელიც ღია ფანჯარაზე იყო დამაგრებული.
ბიჭს ქალის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული და ის ფოთის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
0