12:14:17     13-09-2017
ბიძა გაუპატიურებული 10 წლის ინდოელი გოგოს შვილის მამა არ აღმოჩნდა
![a70973.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70973.jpg)
რამდენიმე კვირის წინ ინდოეთის პოლიციამ ბიძის მიერ 10 წლის გოგოს გაუპატიურების საქმე სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ განაახლა.
BBC-ის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 10 წლის გოგოს მიერ გაჩენილი ბავშვის დნმ-ის ნიმუშები გოგოს ბიძის დნმ-ს არ ემთხვევა.
დნმ-ის ანალიზის შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება 40 წლის ბიძის მიერ 10 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდება და ჩნდება შეკითხვა, ძალადობდა თუ არა მასზე კიდევ სხვა ადამიანი? გამოძიების ინფორმაციით, გოგომ სასამართლოში ვიდეოკონფერენციით მიცემულ ჩვენებაში ბიძამისი მასზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. გოგოს მამა და დედა კი აცხადებდა, რომ მათ სხვა ადამიანზე ეჭვი არ ჰქონიათ.
ინდოეთის უზენაესი სასამართლომ ბიძის მიერ გაუპატიურებულ 10 წლის გოგოს აბორტის გაკეთების უფლება არ მისცა, შედეგად მან გასულ თვეში ბავშვი გააჩინა. გოგომ არ იცოდა საკუთარი ორსულობის შესახებ - მას ეუბნებოდნენ, რომ მუცელში დიდი ქვა ჰქონდა.10 წლის გოგოს თქმით, მასზე ბიძამისი 7 თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა. ბრალდებული ბიძა 40 წლის არის და ის დაკავებულია.
0