რუსეთის თავდაცვის მინისტრი სირიის პრეზიდენტს შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სირიის პრეზიდენტს შეხვდა />


  09:42:40     13-09-2017

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სირიის პრეზიდენტს შეხვდა

a70964.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დამასკოში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია იყო.ასევე, მაღალჩინოსნებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ბრძოლის სტრატეგია და დეირ ელ ზორში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს.

სერგეი შოიგუ და ბაშარ ალ ასადი ერთმანეთს დამასკოში შეხვდნენ. აუდიენციის ფოტოები სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი სირიას უშუალოდ ვლადიმერ პუტინის დავალებით ეწვია. მხარეებმა დეირ ელ-ზორში თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“, იგივე დაეშის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში რუსეთის დახმარების საკითხიც განიხილეს.

სირიის ჯარის გარდა, ჯიჰადისტების წინააღმდეგ ოპერაციაში ქურთები და სირიის დემოკრატიული ძალები იბრძვიან, ავიაიერიშს დაეშის წინააღმდეგ კი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფორმირებული საერთაშორისო კოალიცია ახორციელებს 0

ავტორი: