აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მეცხრე შვილიშვილის ბაბუა გახდა. ამის შესახებ მისი ვაჟი, ერიკ ტრამპი Twitter-ზე წერს.„ლარა ტრამპი (ერიკ ტრამპის მეუღლე) და მე ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ ქვეყანას ჩვენი ვაჟი, ერიკ ლიუკ ტრამპი მოევლინა, რომელიც 8:50 სთ-ზე დაიბადა“- წერს ერიკ ტრამპი. ერიკ ლიუკ ტრამპის დაბადებამდე დონალდ ტრამპს 8 შვილიშვილი ჰყავდა - 5 უმცროსი დონალდ ტრამპისგან, სამი კი ქალიშვილი ივანკა ტრამპისგან.
0