ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში თამარ მეფის ფრესკა პირვანდელ სახეს იბრუნებს ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში თამარ მეფის ფრესკა პირვანდელ სახეს იბრუნებს />


  16:25:18     12-09-2017

ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში თამარ მეფის ფრესკა პირვანდელ სახეს იბრუნებს

a70926.jpg

ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში თამარ მეფის ფრესკა პირვანდელ სახეს იბრუნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გასულ წელს მომხდარი ხანძრისგან დაზიანებული თამარ მეფის ფრესკა პირვანდელ სახეს უბრუნდება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 9-თვიანი სამუშაოების შედეგად, ამ ეტაპზე, სპეციალისტები კვლავაც აგრძელებენ კედლის მხატვრობის ფორების ღრმად ჩამჯდარი ჭვარტლის მიკრო ნაწილაკებისგან გაწმენდის პროცესს. სარესტავრაციო პროცესის მე-2 ეტაპის დასრულების შემდეგ, სპეციალისტები დაადგენენ გაწმენდითი პროცესის მე-3 ეტაპის იმ სამუშაო პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკებს შესაძლოა დასჭირდეთ.

თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე მუშაობა 2016 წლის დეკემბრის თვიდანვე დაიწყო. ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.

0

ავტორი: