ჯონ მაკკეინი: ვიმედოვნებ ამრიკელებს, არაერთი შეცდომის მიუხედავად მაინც ვეხსომები ჯონ მაკკეინი: ვიმედოვნებ ამრიკელებს, არაერთი შეცდომის მიუხედავად მაინც ვეხსომები />


  11:48:40     12-09-2017

ჯონ მაკკეინი: ვიმედოვნებ ამრიკელებს, არაერთი შეცდომის მიუხედავად მაინც ვეხსომები

a70896.jpg

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ მკურნალობის მოკლე კურსის გავლის შემდეგ დაბრუნდა, მან ტელეკომპანია CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ მიუხედავად ტვინის სიმსივნის ვერაგი ფორმისა, ახლა მეტი ენერგია აქვს დაავადებასთან საბრძოლველად.

80 წლის სენატორს ტვინის სიმსივნე ივლისში აღმოაჩნდა. მან აღნიშნა, რომ გამოკვლევის შედეგები და პროგნოზები იმედისმომცემია, თუმცა მის წინაშე დიდი გამოწვევაა. მაკკეინმა დააკონკრეტა, რომ წარსულში მას არაერთი რთული გამოწვევა გადაულახავს და სჯერა, რომ მიმდინარე პრობლემასაც დაძლევს.

ჯონ მაკკეინი ყოფილი სამხედრო პილოტია, რომლის თვითმფრინავიც 1967 წელს ვიეტნამში ჩამოაგდეს. ამის შემდეგ, მან ხუთი წელი ჩრდილოეთ ვიეტნამის ციხეში გაატარა.

გავლენიანი სენატორის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ამერიკელებს ის, არაერთი შეცდომის მიუხედავად, ქვეყნისადმი სამსახურის გამო ეხსომებათ. 0

ავტორი: