22:55:12     11-09-2017
რა დეტალები ვრცელება თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ?
მცირე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 51 წლის ქალი მოკლეს.
ვრცელდება დეტალები მკვლელობის შესახებ. გავრცელებული ცნობით, მოკლული ანა საფარიანია. ის თურქეთის ტურისტულ ქალაქ დერმეში მოკლეს, რომელიც პროვინცია ანტალიაში მდებარეობს.
გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ქუჩაში ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის კისრის არეში, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით საქართველოს მოქალაქე დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. დაკავების მომენტში ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მოკლულს ახლოს იცნობდა, დანაშაული კი ფულს უკავშირდება.
მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე მესუთ ოზკანმა მას 400 ლირა ასესხა, რომლის დაბრუნებასაც დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა, რაზეც უარს იღებდა.
0