ჰილარი კლინტონი პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის ჰილარი კლინტონი პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის />


  16:30:56     11-09-2017

ჰილარი კლინტონი პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის

a70864.jpg

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის.ამიოს შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მიუხედავად ამისა, ჰილარი კლინტონი პოლიტიკაში დარჩება. 

„რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნას, ყველაფერი დასრულებულია. თუმცა მე არ მივდივარ პოლიტიკიდან, რადგან მჯერა, რომ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

2016 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან დამარცხდა.
CBS-თან ინტერვიუში ჰილარი კლინტონმა ასევე ისაუბრა თავის წიგნზე სახელწოდებით „რა მოხდა“. წიგნში ჰილარი კლინტონი საარჩევნო კამპანიაზე წერს და ტრამპთან დამარცხებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ის ასევე რუსეთს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევაში ადანაშაულებს.
0

ავტორი: