ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ტკივილის და ტანჯვის მომტანი მეთოდებით ემუქრება ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ტკივილის და ტანჯვის მომტანი მეთოდებით ემუქრება />


  13:33:10     11-09-2017

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ტკივილის და ტანჯვის მომტანი მეთოდებით ემუქრება

a70856.jpg

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მიერ სანქციების გამკაცრებას ეხმაურება და ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ უპრეცედენტო ზომებისთვის მზადაა.

ფხენიანის აზრით, აშშ გაეროს უშიშროების საბჭოთი მანიპულირებს, რომ წყალბადის ბომბის გამოცდის გამო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს.

მთავრობის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან ვაშინგტონის ქმედებებს და მზად არიან პასუხისთვის.„ის ზომები, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა მიმართავს, აშშ-ისთვის ისეთი ტკივილის და ტანჯვის მომტანი იქნება, რომელიც მათ ისტორიის განმავლობაში არ ახსოვთ“, - ნათქვამია ფხენიანის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბომბის გამოცდამ გამოიწვია ჩრდილოეთ კორეაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა.

0

ავტორი: