09:38:16     11-09-2017
ჯონ მაკკეინი: დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც გავუმკლავდები
ჯონ მაკკეინმა CNN-ის ეთერში, ტვინის კიბოსგან განკურნების შანსებზე ისაუბრა.
„ჩემ წინაშე გამოწვევაა, თუმცა ადრეც აღმოვჩენილვარ სხვადასხვა პრობლემის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც გავუმკლავდები"- განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა.
მისივე თქმით, მას კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინეს, თუმცა მკურნალობის პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია. შეგახსენებთ, რომ ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი ივლისის ბოოლოს დაუსვეს. 80 წლის პოლიტიკოსს ქირურგებმა მარცხენა თვალთან შედედებული სისხლი ამოუღეს. პროცედურის შემდეგ ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომაა.
0
ავტორი: