11:24:09     11-05-2011
დეივ მასტეინი და “Red Lamb”
ჯგუფ Megadeth – ის ლიდერმა დეივ მასტეინმა ახალი კოლექტივი, სახელწოდებით Red Lamb ჩამოაყალიბა. როგორც წინა შემთხვევაში, აქაც მასტეინი მაყურებლის წინაშე ვოკალისტის და გიტარისტის ამპლუაში წარდგება.
ამასობაში, ცნობილი ხდება თუ სად დაიწყო მოღვაწეობა ჯგუფ Anthrax - ის ყოფილმა წევრმა დენ სპიცმა. დღეისათვის მუსიკოსი Red Lamb – ის სადებიუტო დისკზე მუშაობს. პროექტის პროდიუსერი ჯეონი კეია. ის ისეთი ჯგუფებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან Disturbed, Machine Head, Staind და 3 Doors Down.
მიუხედავად ახალი პროექტისა, მასტეინი მოღვაწეობას ძველ ჯგუფშიც განაგრძობს. 2011 წლის იანვარში დეივმა, თავისი ბლოგის მეშვეობით, მსმენელს აუწყა, რომ Megadeth ახალი ალბომისთვის განკუთვნილ კომპოზიციებზე მუშაობს. კოლექტივის ახალი ალბომი გაყიდვაში 2009 წლის სექტემბერში გამოვა. 0